19 სექ 2026
თბილისში მიმდინარე წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „აპოლოსა" და „ბუდვას" შორის მატჩი ქართული კლუბის გამარჯვებით, 19:16 დასრულდა. „აპოლო" შემდეგ შეხვედრას 19 სექტემბერს „ბრეშას" წინააღმდეგ გამართავს.
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისის „ოლიმპიკის" აუზზე 18 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობს.