19 სექ 2026
საქართველოს ნაკრების წევრმა, ლუკა მაჭუტაძემ (80 კგ), ევროპის ჩემპიონატზე პირველი ბრძოლა წარმატებით ჩაატარა და ტურნირის მერვედფინალში გავიდა.
ბათუმელმა მოკრივემ 1/16-ფინალში უნგრელი მიჰაი ბატორი ანგარიშით 3:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს.
საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი მომდევნო ეტაპზე საფრანგეთის წარმომადგენელ იოჟერლინ სეზარს დაუპირისპირდება.
ქართველი და ფრანგი მოკრივეების დაპირისპირება 21 სექტემბერს გაიმართება.