გზის კეთილმოწყობის მოთხოვნა 

19 სექ 2026

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, ტაოს ქუჩაზე მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. 27 ნომრიდან 47 ნომრამდე მონაკვეთში მცხოვრები 15 მდე ოჯახი ცხოვრობს. ქუჩის ეს მონაკვეთი არ არის ასფასტირებული ადგილობრივები ამბობენ, რომ წვიმის დროს გზა ტალახდება. ორმულებში წყალი გუბდება და გადაადგილება გართულებულია.

ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე არ არსებობს სანიაღვრე არხებიც. ეზოები კი როგორც მოსახლეობა ამბობს, უხვი ნალექის დროს იტბორება - მოსახლეობას ბათუმის მერიაში წერილობით პასუხობენ.

აცხადებენ, რომ ტაოს და მიმდიბარედ  კიდევ ერთი, ოპიზრების  ქუჩის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია საპროექტო სამუშაოები. პროექტის განხორციელება კი იანვრიდან დაიწყება.