ინტენსიური ნალექი ხვალაც შენარჩუნდება

19 სექ 2026

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ბათუმში ამ წუთებშიც ინტენსიურად წვიმს. მეტეოროლოგების პროგნოზით,  ხვალ საღამომდე  დასავლეთ საქართველოში, მათ შორის სანაპირო კურორტებზე სტიქიური პროცესების განვითარების ალბათობა შენარჩუნდება, ზეგ კი ერთი დღით გამოიდარებს.

სინოპტიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, განსაკუთრებით მძღოლებს, რადგან უხვი ნალექის დროს გზებზე ხილვადობა შეზღუდულია.