20 სექ 2026
თბილისში წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში ერთმანეთს ქართული „აპოლო" და იტალიური „ბრეშა" დაუპირისპირდნენ. მატჩი იტალიური კლუბის „ბრეშას" - გამარჯვებით, ანგარიშით 21:17 დასრულდა.
ქართული კლუბიდან ყველაზე მეტი - 6 ბურთი ნიკოლა მოსკოვმა გაიტანა. ქართული კლუბი „აპოლო" შემდეგ შეხვედრას 20 სექტემბერს გამართავს.
საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი ბოლო მეტოქე ესპანური „საბადელი” იქნება.