გიგა ჭიკაძე ბრაზილიელ ბრიტოსთან დამარცხდა

20 სექ 2026

UFC 331-ის ეგიდით ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის (65კგ) ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ბრაზილიელ ჟოანდერსონ ბრიტოს დაუპირისპირდა და პირველ რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა.

ჭიკაძემ ბრძოლა აქტიურად დაიწყო, თუმცა ერთ მომენტში, ფეხით დარტყმისას წაიქცა, რითაც ბრიტომ ისარგებლა და პარტერში ბრძოლისას ქართველი მებრძოლი დაანოკაუტა.

38 წლის გიგა ჭიკაძემ UFC-ში ზედიზედ მეოთხე ბრძოლა დათმო. მას ორგანიზაციასთან კონტრაქტი ამოეწურა და ჯერ უცნობია, გაფორმდება თუ არა ახალი ხელშეკრულება.