გაეროს მონაცემები

20 სექ 2026

გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სულ მცირე 1004 სექსუალური ძალადობაა ჩადენილი.

გაეროს ცნობით, რეალური რიცხვი შესაძლოა ბევრად დიდი იყოს, რადგან სადამკვირვებლო ჯგუფის წევრებს კონტაქტი ჰქონდათ მხოლოდ იმ დაზარალებულებთან, რომლებიც მზად იყვნენ თავიანთი გამოცდილება მოეყოლათ და უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ. 

ანგარიშის მიხედვით, სექსუალურ ძალადობაში ნაგულისხმევია როგორც უშუალოდ გაუპატიურების ფაქტი, ისე სექსუალური შინაარსის სხვა ძალადობრივი ქმედებები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსხვერპლთა შორის შორის ყველაზე ხანდაზმული 82 წლის იყო, ყველაზე პატარა - ოთხი წლის. სამ ქალს გაუპატიურების შედეგად ბავშვები შეეძინა.