დრონებით თავდასხმა მოსკოვზე - არის მსხვერპლი 

20 სექ 2026

მოსკოვზე დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა, არის მსხვერპლი. ინფორმაციას მოსკოვის მერი ავრცელებს. სერგეი სობინიანის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვზე დრონების ყველაზე მასშტაბური თავდასხმა მოიგერიეს. მისი თქმით, დედაქალაქის მისადგომებთან 1600-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს.

მედიის ინფორმაციით, თავდასხმამ ლოგისტიკურ ტექნოლოგიურ პარკ “სოფინოსა” და კაპოტნიას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ასევე მოსკოვის აეროპორტებში მოქმედი შეზღუდვების გამო 30-ზე მეტმა თვითმფრინავმა დაშვება ვერ მოახერხა.

შერემეტიევოს აეროპორტში მიმავალი დაახლოებით 25 თვითმფრინავი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს.