20 სექ 2026
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ნატო მზად არის ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის პროვოკაციულ თავდასხმებს უპასუხოს. ადმირალ ჯუზეპე კავო დრაგონეს თქმით, სტრუქტურა, ჯარისკაცები და შეიარაღება მზად არის.
დრაგონემ აღნიშნა რომ რუსეთის „უპასუხისმგებლო ქმედებები“ ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში ალიანსის ერთიანობასა და მზადყოფნას „ამოწმებს“, ასევე მიზნად ისახავს ნატო-ს წევრებს შორის ნდობის შესუსტებას.
ადმირალმა დაამატა, რომ რუსეთის ეს მცდელობები ალიანსს უფრო აერთიანებს და მტკიცედ განაწყობს.