პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაერო-ში

20 სექ 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. გენერალური ასამბლეის სესიის გენერალურ დებატებზე საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა.

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ასევე მონაწილეობას მიიღებს "მრავალმხრივი პარტნიორობის" სამიტში და ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც მშვიდობის თემაზე იმართება. ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში დელეგაციასთან ერთად უკვე გაემგზავრა.