უხვი ნალექის შედეგები

20 სექ 2026

ბათუმში უხვი ნალექის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მთავრობის ინფორმაციით, შაბათს მთელი დღის განმავლობაში, ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა ლოკაციაზე, ინტენსიურად მიმდინარეობდა წყლის ამოტუმბვის, გზების გაწმენდისა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.

პროცესში კოორდინირებულად იყვნენ ჩართული მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

აჭარის მუნიციპალიტეტებში შექმნილ ვითარებას აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები ადგილზე გაეცნო. 

ზურაბ პატარაძემ სტიქიის შედეგად დაზარალებული ერთ-ერთი ოჯახი მოინახულა, სადაც განსაკუთრებით რთული ვითარება იყო შექმნილი.