ინტოქსიკაცია ბაღებში - დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადება

20 სექ 2026

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში ამ ეტაპზე თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში სავარაუდო ინტოქსიკაციით მიყვანილი 6 ბავშვი მკურნალობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაღებში, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო.

მათივე ცნობით, ეს პათოგენი ვირუსული გასტროენტერიტების ძირითადი გამომწვევია მსოფლიოს მასშტაბით.