შეთანხმება თბილისის 21-ე სკოლასთან დაკავშირებით 

20 სექ 2026

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებსა და მასწავლებლებს - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე   შეხვდა.  შეხვედრაზე სასწავლო პროცესთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გადაჭრის საკითხები განიხილეს.

თამარ მახარაშვილის ინფორმაციით,  სამინისტრომ  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს წერილით მიმართა, სადაც უმოკლეს ვადაში  სკოლის შენობის მდგომარეობის შეფასებაა მოთხოვნილი. 

შეხვედრის მონაწილეებმა  მოსწავლეების ალტერნატიულ სასწავლო სივრცეში გადაყვანის შესახებაც იმსჯელეს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 21-ე საჯარო სკოლის მშობლებსა და მასწავლებლებს სამინისტრომ დროებით სხვა საჯარო სკოლის შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელება და ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზა.