ცხოველთა მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების ობიექტებს შემოწმება

20 სექ 2026

სურსათის ეროვნული სააგენტო  ცხოველთა მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების ობიექტებს ამოწმებს. მათი ინფორმაციით,  სახელმწიფო კონტროლის დროს გამოვლინდა როგორც კრიტიკული, ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობები.

რეკომენდაციის თანახმად, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულმა ობიექტებმა, ჰიგიენური ნორმებისა და სხვა რეგულაციების დაცვის პარალელურად, ყურადღება უნდა გაამახვილონ შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციაზე.

თუ ცხოველის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში არ არის ასახული, ობიექტებს  მომსახურების გაწევის უფლება არ ექნებათ.   საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, ცხოველთა მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტები ვეტერინარულ კონტროლს დაექვემდებარა.

მიმდინარე წელს საქართველოში მოქმედი ყველა ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.