საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2026

20 სექ 2026

აჭარის ხელოვნების მუზეუმში „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2026-ის“ შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა.

მუზეუმის საგამოფენო სივრცეში 25 ქართველი და უცხოელი მხატვრის 70-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

პროექტი 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 11 ქვეყნის მხატვარი მონაწილეობდა, რომლებმაც „საერთაშორისო არტ-პლენერი მშვიდობისთვის’’ ფარგლებში, ფერწერული ნამუშევრები ღია ცის ქვეშ შექმნეს.

საერთაშორისო პროექტი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და უკვე მე-6 წელია იმართება.