სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დასავლეთს რუსეთსა და ნატო-ს შორის ომი სურთ

20 სექ 2026

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დასავლეთს რუსეთსა და ნატო-ს შორის ომი სურთ. რობერტ ფიცოს თქმით, „უკრაინაში მიმდინარე ომის გზით რუსეთის განადგურების სტრატეგიის წარუმატებლობას ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი მიჰყავს დასკვნამდე, რომ თუ ამის მიღწევა უკრაინის არმიისა და მისი სრული მხარდაჭერის მეშვეობით ვერ მოხდება, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ნატო-სა და რუსეთს შორის კონფლიქტის პროვოცირებისთვის.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიუხედავად, სლოვაკეთი ასეთ კონფლიქტში მონაწილეობას არ მიიღებს.

დაამატა, რომ მისი მთავრობის პერიოდში ვერავინ გააგზავნის სლოვაკ ჯარისკაცებს სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გარეთ, რაიმე გამოგონილი საბაბით, რუსეთის ან სხვა ქვეყნის წინააღმდეგ საბრძოლველად.