20 სექ 2026
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლები ერთმანეთს უახლოეს მომავალში შეხვდებიან და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებული პრობლემური საკითხების აღმოფხვრაზე ისაუბრებენ.
სერგეი რიაბკოვის თქმით, მოლაპარაკებები მომდევნო კვირებშია მოსალოდნელი. რიაბკოვმა დაამატა, რომ ამ ტიპის შეხვედრები რეგულარული გახდა და ეს სასარგებლოა.