20 სექ 2026
ირანის პარლამენტის სპიკერის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება, ვიდრე ირანის პირობები არ შესრულდება. მოჰამედ ბაღერ ღალიბაფის თქმით, როცა ირანი საბრძოლო ველზე მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწევს და მტერი დასუსტდება, დიპლომატია ამ შედეგების განსამტკიცებლად უნდა გამოიყენონ.
ღალიბაფმა ირანის პოზიციებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ისინი სრულიად მკაფიო და გონივრულია.
დაამატა, რომ ირანის გზავნილები და პირობები მეორე მხარეს შუამავლების მეშვეობით გადაეცა.