20 სექ 2026
აფხაზეთის მთავრობამ რეზიდენტურის პროგრამის ფარგლებში 40-მდე სტუდენტი დააფინანსა. რეზიდენტურის პროგრამის მონაწილე სტუდენტებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი შეხვდნენ.
შეხვედრაზე პროგრამის მნიშვნელობისა და პროფესიული განვითარების მხარდამჭერი საკითხების შესახებ იმსჯელეს.
რეზიდენტურის დაფინანსების მიზანი ბენეფიციარებისთვის სამედიცინო საქმიანობის უფლების მოპოვების ხელშეწყობაა.