20 სექ 2026
რიზეში უხვი ნალექის გამო წყალდიდობა და მეწყერია. დატბორილია ქალაქი და ჩაკეტილია გზები ძლიერმა წვიმამ სერიოზული პრობლემები შექმნა მეზობელ თურქეთში.
რიზეს პროვინციაში უხვმა ნალექმა წყალდიდობა და მეწყრული პროცესები გამოიწვია, რის გამოც მნიშვნელოვნად დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა.
მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად ქალაქის ნაწილი დაიტბორა. რამდენიმე მიმართულებით მოძრაობა სრულად ჩაიკეტა, წყლის ნაკადმა კი რამდენიმე ავტომობილი დააზიანა და ჩაძირა.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.