NAEC-ი სასწავლებლებში მეორადი ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

20 სექ 2026

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ინფორმაციით, აბიტურიენტები საკუთარ შედეგებს ცენტრის ვებგვერდზე - www.naec.ge - გაეცნობიან.შეგახსენებთ, რომ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის მისაღებად აბიტურიენტებს 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე უნდა აერჩიათ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები.

ე.წ. მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება ჰქონდა აბიტურიენტს, რომელმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა; 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.