20 სექ 2026
ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი ბიაფი 20-ი გრძელდება. დღეს უკვე გაიმართა ორი პრესკონფერენცია. პოლონელმა რეჟისორმა და სცენარისტმა აგნეშკა ჰოლანდმა მისი ბოლო ფილმის „ფრანცის“- ირგვლივ უპასუხა შეკითხვებს, ისაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე, ქართულ კინეკმატოგრაფიაზე და ფესტივალზე.
აღსანიშნავია, რომ რეჟისორს ბათუმის მე-20 საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაზე კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის BIAFF-ის სპეციალური ჯილდოთი დააჯილდოვეს. იგი სამჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“ — ფილმებისთვის „მწარე მოსავალი'', ''ევროპა, ევროპა'' და ''სიბნელეში''.
რაც შეეხება მეორე პრესკონფერენციას. იგი ცნობოლმა ქართველმა რეჟისორმა ლევან კოღუაშვილმა შემოქმედებით გუნდთან და მსახიობებთან ერთად გამართა. სწორედ კოღუაშვილის ფილმით, „გურია“ გაიხსნა ბათუმის კინოფესტივალი. ეს იყო ფილმის ქართული პრემიერა. ფილმის გუნდმა ვრცლად ისაუბრა გადაღების პროცესზე.