ბათუმის მერია უხვი ნალექის შედეგებზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

20 სექ 2026

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში დატბორილ ტერიტორიებზე სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

უწყების ცნობით, დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს ბათუმის მერიის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისია განიხილავს. ზიანის ანაზღაურება დადგენილი წესის შესაბამისად მოხდება.

"გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა და 19-20 სექტემბერს მოსული ნალექის ჯამურმა რაოდენობამ თვის კლიმატური ნორმის 90%-ს გადააჭარბა.

ძლიერი დატბორვა დაფიქსირდა 10-მდე ქუჩაზე. ასევე დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები. მთელი ღამის განმავლობაში „ბათუმის წყლის“ მიერ ინტენსიურად ხორციელდებოდა ამოტუმბვითი სამუშაოები და ზღვაში გამსვლელი არხების წმენდა. დარჩენილ ლოკაციებზე ბათუმის მერიის მხრიდან მიმდინარეობს მოსახლეობასთან უკუკავშირი სამუშაოების განხორციელების საჭიროების იდენტიფიცირებისათვის.

მეწყრული პროცესები განვითარდა მწვანე კონცხის, ურეხის, გონიო-კვარიათის მიმართულებით, ასევე, შემოერთებულ ტერიტორიებზე, ჯამში 10-მდე მისამართზე. თითოეულ შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები ფერდსამაგრი კედლების მოწყობის მიზნით.

წყალმომარაგების მიმართულებით შეფერხებები არ დაფიქსირებულა. მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში გადაადგილდება.

დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს, ბათუმის მერიის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისია განიხილავს და დადგენილი წესის შესაბამისად მოხდება ზიანის ანაზღაურდება",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.