ლუქსემბურგმა დრონების აღმოჩენის დამატებითი საშუალებები განათავსა

20 სექ 2026

ლუქსემბურგის მთავრობის განცხადებით, საჰაერო სივრცის მონიტორინგის გასაძლიერებლად დრონების აღმომჩენი დამატებითი საშუალებები განალაგეს.

„როიტერის“ ცნობით, მთავრობამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარასკევს, ამოუცნობი დრონების გამოჩენის გამო ლუქსემბურგის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა.

მათი განმარტებით, დრონების აღმომჩენი დამატებითი სისტემები ხელს უწყობს საჰაერო სივრცის მონიტორინგის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას და კომპეტენტური ორგანოების მიერ ვითარების უკეთ შეფასებას.