''დინამო'' ბათუმმა ქუთაისის ''ტორპედო'' დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა

21 სექ 2026

ეროვნული ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმმა ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა და უხვგოლიან მატჩში 3:2 დაამარცხა. დინამო ბათუმის მხრიდან გოლები კირკიტაძემ, გურამ ჯაფარიძემ და იმრანმა გაიტანეს, ტორპედოს შემადგენლობიდან კი თავი ანდრიჩმა და დიეგო დეისაძემ გამოიჩინეს.

ამ დროისთვის დინამო ბათუმი ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 47 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს კონკურენტ რუსთავს 1 ქულით უსწრებს, თუმცა რუსთაველები ამ ტურის მატჩს დღეს თბილისის იბერიასთან გამართავენ. 

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 11 ოქტომბერს, შინ, დინამო თბილისის წინააღმდეგ ჩაატარებს.