21 სექ 2026
გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ ლა ლიგის მე-7 ტურში „ლევანტეს“ უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით, 3:1 დაამარცხა. მიქაუტაძემ შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე 67-ე წუთზე ჩაერთო.
ქართველმა თავდამსხმელმა მოედანზე შესვლიდან დაახლოებით 20 წუთში გაიტანა და ლა ლიგაში ოთხმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.
ამ გამარჯვებით „ვილიარეალმა“ 8 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება. ინიგო პერესის გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 ოქტომბერს, სტუმრად, მადრიდის „რეალთან“ გამართავს.