21 სექ 2026
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი შემცირდა. ერთი ბარელი ამერიკული ნედლი ნავთობის ღირებულება 2.1%-ით გაიაფდა, 100 ამერიკულ დოლარს ჩამოცდა და 98 აშშ დოლარს შეადგენს.
ფასის კლება ფიქსირდება „ბრენტის“ მარკის ნავთობზეც, სადაც 1 ბარელის ფასი 2.11%-ით შემცირდა და 102 აშშ დოლარი გახდა.
ცნობისთვის, მანამდე Fox News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან შეხვედრისთვის მზაობა გამოთქვა.