21 სექ 2026
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციები მოამზადა და მათ უახლოეს მომავალში გამოცხადებას გეგმავს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, გადაწყვეტილება შესაძლოა საბოლოოდ ამ კვირაში, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის მიმდინარეობისას, დამტკიცდეს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ორგანიზაციის წინააღმდეგ დაწესებული ნებისმიერი სანქცია აშშ-ის მოქალაქეებსა და კომპანიებს სასამართლოსთვის ფინანსური სახსრების, საქონლის ან მომსახურების მიწოდებას აუკრძალავს, თუ მათ ამის შესახებ სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის შესაბამისი ნებართვა არ ექნებათ.