21 სექ 2026
ზაპოროჟიეში, რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დაზიანებულ ობიექტებს შორისაა ორი მრავალსართულიანი შენობა, საგანმანათლებლო დაწესებულება და სავაჭრო ცენტრი.
თავდასხმის ადგილებში მუშაობენ სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები, სამედიცინო პერსონალი და სხვა შესაბამისი სამსახურები. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.