აჭარის მთავრობის თავმჯდომარის და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შეხვედრა

21 სექ 2026

საქართველოსა და აჭარის ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო ბაზრებზე რეგიონის პოზიციონირებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა განიხილეს.

ზურაბ პატარაძემ ორგანიზაციის ხელმძღვანელს აჭარის ტურისტული შესაძლებლობები და ბოლო წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

ყურადღება დაეთმო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიცირებას, მდგრადი ტურიზმის განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების გაზიარებას.