21 სექ 2026
ტყის აღდგენის პროექტი წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანზე მიმდინარეობს. სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ ახალშენის მიმდებარედ, 12 ჰექტარ ფართობზე, სადაც წარსულში ინტენსიური ჭრისა და საქონლის ძოვების შედეგად ტყის საფარი მნიშვნელოვნად იყო დეგრადირებული, 24 250 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 118 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს.
ეროვნული სატყეო სააგენტო წლის ბოლომდე ტყის აღდგენის ღონისძიებებს ქვეყნის 9 რეგიონში, 2 600 ჰექტრამდე ფართობზე განახორციელებს.