ქართული ღვინის წარმოებას ამერიკული მედიის წარმომადგენლები გაეცნენ

21 სექ 2026

საქართველოს ამერიკული მედიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ, რომლებიც ღვინის თემაზე მუშაობენ. სტუმრები ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის 11 მწარმოებელ მარანსა და კომპანიას ეწვივნენ.

მათ დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები და გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს.