21 სექ 2026
ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა გარემოს დაცვის მინისტრი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად. ერთდღიანი მედიატურის ფარგლებში, მინისტრმა და ჟურნალისტებმა ჯავახეთში მადათაფასა და ბუღდაშენის ტბები დაათვალიერეს და რეგიონის ბუნებრივ, ტურისტულ და კულტურულ შესაძლებლობებს გაეცნენ.
მედიატურის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჯავახეთის უნიკალური ეკოსისტემების დაცვას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ეკოტურიზმის განვითარებასა და დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
ჯავახეთის ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, თეთრობის აღკვეთილში ნიამორის აღდგენის პროექტი იწყება, რომელსაც ველური ბუნების ეროვნული სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ზოოპარკი კოორდინირებულად განახორციელებენ. პროექტი ნიამორის პოპულაციის აღდგენასა და ჯავახეთის ეკოსისტემის გაძლიერებას ითვალისწინებს.