21 სექ 2026
ღია ცის ქვეშ, კინოეკრანზე გაცოცხლებული ბავშვობა — ანიმაციები, რომლებიც ადრე შავ-თეთრი იყო, ახლა ფერადია. ეროვნული კინოცენტრის მიერ აღდგენილი ფილმები და ანიმაციები უკვე ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს ფესტივალის ნაწილია. ფესტივალმა აღდგენილი კინოპროდუქციის მასობრივად ჩვენების ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. პირველი ღია ჩვენება ერთსაათიანი იყო.
ევროპის მოედანზე, ანიმაციების გარდა, ფესტივალის ფარგლებში მაყურებელი სრულმეტრაჟიან და მოკლემეტრაჟიან ფილმებსაც ნახავს. კინოჩვენებები ყოველ საღამოს, 25 სექტემბრის ჩათვლით, გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
შეგახსენებთ, წელს ფესტივალი კინოჩვენებებს ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე აწყობს. ესენია დრამატული თეატრი, ზღვის სანაპირო, კინოთეატრი „კავეა“ და ევროპის მოედანი.
BIAFF ბათუმში 19 სექტემბერს დაიწყო და 26 სექტემბერს დაიხურება.