200-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა: იაპონიას ძლიერი ტაიფუნი „დუჯუანი“ უახლოვდება

21 სექ 2026

იაპონიაში ძლიერი ტაიფუნი „დუჯუანი“ ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მიემართება, რის გამოც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტოკიოსა და მიმდებარე რეგიონებში საგანგებო გაფრთხილებები გაავრცელა.

ექსპერტების შეფასებით „დუჯუანმა“ შესაძლოა მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვიოს.

მოსალოდნელი ტაიფუნის გამო უკვე გაუქმდა 200-ზე მეტი ავიარეისი, ასევე შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლის ზოგიერთი სერვისი.