21 სექ 2026
პაკისტანის ავიაიერიშების შედეგად, ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას მედია ავღანეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, დარტყმები კუნარისა და პაქტიკის პროვინციებში განხორციელდა.
კუნარის პროვინციაში იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და ერთი ოჯახის 3 წევრი დაიღუპა.
მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.