აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ 

21 სექ 2026

ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და მოტობლოკები გადასცეს. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.

სამინისტროს ინფორმაციით, მოტობლოკებისა და შესაბამისი ინვენტარის გადაცემა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.