21 სექ 2026
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო.
დღეს, ქვეყნის მთავარ კანონმდებელს, შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით და ევროსაბჭოს დაფინანსებით, ბახმაროში გაიმართა საგანმანათლებლო სემინარი, რომელსაც პაველ ჰერჩინსკიც ესწრებოდა.
უცნობია, გრანტების შესახებ კანონის შესაბამისად, არსებობდა თუ არა დაფინანსების საკითხზე თანხმობა“.
პაპუაშვილის თქმით, აუდიტის სამსახური შეისწავლის, ხომ არ გვაქვს საქმე კანონმდებლობის გვერდის ავლასთან.