21 სექ 2026
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, პოზიტიური ტენდენციები გრძელდება საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები - რვა თვის მონაცემებით ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 63.5%-ით და 3 მილიონ 286ათას დოლარს უტოლდება, ხოლო ექსპორტის მოცულობა 22%-ზე მეტადაა გაზრდილი და ასევე რეკორდულ მოცულობას - 5მილიონ 422 ათას დოლარს შეადგენს.