21 სექ 2026
ბათუმი მესამე დღეა კინოს შეხვედრის ადგილს წარმოადგენს. კინოფესტივალის ფარგლებში დღეს მორიგი პრესკონფერენცია გაიმართა. “ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი” - ბიაფის ორგანიზატორებმა 4 ჟიურის შემადგენლობა წარადგინეს, მათ შორისაა: საერთაშორისო კინემატოგრაფისტები და ქართველი კინომსახიობები. სწორედ ამ ადამიანებმა უნდა დაასახელონ ფესტივალის დასკვნით დღეს ბიაფი 2026 წლის საუკეთესო ფილმები.
ფესტივალის პროგრამა საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, „დიდოსტატთა კოლექციას“, სექციას „მუსიკა კინოში“ და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს მოიცავს. გარდა ამისა ფესტივალზე ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენილი ფილმებიც იქნება ნაჩვენები. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად პატარებისთვის უჩვენებენ აღდგენილ ანიმაციებსაც.
ფესტივალს წელს დაემატა ასევე, ორი ახალი ჟიური- ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიური, რომელიც რჩეულ ფილმს ოლღა( ლალა) თაბუკაშვილის სახელობის პრიზს გადასცემს და ახალგაზრდული ჟიური, რომელიც რჩეულ ფილმს გიორგი გოგიბერიძის სახელობის პრიზით დააჯილდოებს. 100-მდე ფილმის ჩვენება ბათუმში ოთხ სხვადასხვა სივრცეში მიმდინარეობს ბიაფის დახურვის ცერემონია 26 სექტემბერს გაიმართება.