21 სექ 2026
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალ სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს. აღმოსავლეთ საქართველოში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალი კადეტთა სამხედრო სკოლა გაიხსნა.
კადეტებს სწავლის დაწყება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
ირაკლი ჩიქოვანმა სამხედრო სკოლის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება და კადეტებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
"თავდაცვის სამინისტროსთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის თქვენი არჩევანი ძალიან ფასეულია. გარწმუნებთ, თქვენი გადაწყვეტილება - მიიღოთ ხარისხიანი განათლება, გაიზიაროთ კადეტთა ლიცეუმის გამოცდილება - თქვენი წარმატებული მომავლის წინაპირობაა. ამ სკოლაში ჩაიდო ძალიან დიდი რესურსი. ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, რომ გამოიყენოთ ყოველი დღე, ყოველი წუთი და ყოველი შესაძლებლობა", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.