21 სექ 2026
საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრმა ლუკა მაჭუტაძემ, 80 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ბათუმელმა მოკრივემ მერვედფინალში საფრანგეთის წარმომადგენელი, 2025 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი იოჟერლინ სეზარი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო რვა მოკრივეს შორის ადგილი დაიმკვიდრა.
საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი მეოთხედფინალში უკრაინელ პაველ ილიუშას შეხვდება.
ლუკა მაჭუტაძისა და პაველ ილიუშას დაპირისპირება 23 სექტემბერს გაიმართება.