21 სექ 2026
საკალათბურთო კლუბი ბათუმი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარცხის შემდეგ გამოსვლას ფიბა-ევროპის თასზე განაგრძობს. აქამდე, ამ შეჯიბრებაში ჯგუფებში 4-4 გუნდი იკრიბებოდა, ახალი სისტემით კი 6-6 ითამაშებს და შესაბამისად ზღვისპირელებს. შინ გასვლის პრინციპით საერთო ჯამში 10 მატჩის ჩატარება მოუწევთ.
შეგახსენებთ რომ ბუბა ბერიშვილის გუნდი A ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად კოსოვოს ტრეპჩა, საბერძნეთის, პრომითეასი, ჩეხეთის ოპავა, გერმანიის ტრირი და ხორვატიის სპლიტი ეყოლება.
ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ასპარეზობას 2 გუნდი გააგრძელებს. შეჯიბრება 6 ოქტომბერს დაიწყება.