22 სექ 2026
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში “გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში” მიიღებს მონაწილეობას.
ფორუმის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი სიტყვით გამოვა “ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტთან დაკავშირებით გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე”. ფორუმს პეკინში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტრო მასპინძლობს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი უსაფრთხო, ეფექტიანი და მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარება, გლობალური კავშირის გაძლიერება და სავაჭრო-ლოგისტიკური ქსელის გაუმჯობესებაა.
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ჩინეთის ტრანსპორტისა და კომერციის სამინისტროებში, ასევე შეხვდება წამყვანი ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს.