სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში ბაღებში ინტოქსიკაციის შემთხვევებთან დაკავშირებით კომპლექსურ მოკვლევას აგრძელებს

22 სექ 2026

სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში ბაღებში ინტოქსიკაციის შემთხვევებთან დაკავშირებით კომპლექსურ მოკვლევას აგრძელებს. სააგენტოს ცნობით ამ დროისთვის შემოწმებულია 70 ობიექტი, მათ შორის  48 საჯარო ბაგა-ბაღი, ხორცის საწარმო და რძის პროდუქტების საწყობი.  

ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე,    ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა. დანარჩენ ნიმუშებში კვლევა გრძელდება - აცხადებენ სააგენტოში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით კი  ბავშვების უმრავლესობა, რომელთაც  ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის შემდეგ ნოვირუსი დაუდასტურდათ  უკვე გამოჯანმრთელდნენ და დატოვეს სამედიცინო დაწესებულებები,   თუმცა  ბინაზე გაწერის მიუხედავად მათზე  მეთვალყურეობა გრძელდება რისკების თავიდან ასაცილებლად. 

განცხადებაში დადასტურებულია რომ თბილისის მასშტაბით  ბოლო დროს  გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით.