ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

22 სექ 2026

ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სულ 7 კორპუსი აშენდება, რომელშიც 1 700-ზე მეტ დევნილ ოჯახს სრულად გარემონტებული ბინები  გადაეცემა. მშენებლობის დასრულება 2027 წლის გაზაფხულზე იგეგმება და მისი ღირებულება 191 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტის ფარგლებში იგეგმება ეზოს კეთილმოწყობა, სტადიონის,  ბავშვთა გასართობი მოედნისა და სავარჯიშო სივრცეების მოწყობა.

საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროცესს,  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი გაეცნენ. მსგავსი პროექტი  კიდევ 2 ქალაქში - რუსთავსა და ბორჯომში შენდება.