22 სექ 2026
კახეთის მასშტაბით 32 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 500-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.
სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მევენახეებისგან ყურძენს 14 ლოკაციაზე იბარებს.
წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.