22 სექ 2026
ხარაგაულის, ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები, განათლების მინისტრმა, განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. გივი მიქანაძემ შეხვედრაზე მასწავლებლის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, განხორციელებული ცვლილებები და მიღწეული შედეგები გააცნო. საუბარი შეეხო განახლებულ სასკოლო სახელმძღვანელოებს, ახალი სასკოლო ფორმების დანერგვას, მასწავლებლის პროფესიის გაძლიერებას, სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას, ასევე განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, სექტემბერ-ოქტომბერში, რეგიონებში ადგილობრივი ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება უკვე მეორე წელია ტარდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით. მასწავლებლის ეროვნული დღე ტრადიციულად 27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, აღინიშნება.
დასკვნით ღონისძიებაზე განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გამორჩეულ 10 პედაგოგს მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა. სპეციალურად შექმნილ სამკერდე ნიშანთან ერთად პედაგოგებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო 10 000 ლარი.