22 სექ 2026
გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების რეგიონული უსაფრთხოების ოფისის ხელმძღვანელს, საზღვარგარეთ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ატაშეს, ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ საკითხთა ბიუროს ატაშეს მოვალეობის შემსრულებელს და საელჩოს სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების ოფისის ხელმძღვანელმა თბილისის პროკურატურის რამდენიმე თანამშრომელს წარმატებული თანამშრომლობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ალან პარსელის მადლობის წერილები გადასცა.