სარწყავი სეზონის შეუფერხებლად წარმართვისთვის შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრებს განაგრძობს

22 სექ 2026

სარწყავი სეზონის შეუფერხებლად წარმართვისთვის შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრებს განაგრძობს.  

უწყების ინფორმაციით, ამჯერად, კომპანიის კომერციული დირექტორი  გურჯაანის  მოსახლოებას  შეხვდა.  

მხარეებმა მიმდინარე სარწყავი სეზონის შედეგები შეაჯამეს, ასევე, იმსჯელეს თანამედროვე, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე.